Accessibility links

კლინტონი და ტრამპი მერკელს გამორჩეულ პოლიტიკურ ლიდერად მიიჩნევენ


აშშ-ის პრეზიდენტობის დემოკრატმა კანდიდატმა ჰილარი კლინტონმა 29 სექტემბერს ჩიკაგოში წინასაარჩევნო კამპანიის დროს მის გამორჩეულ მსოფლიო ლიდერად გერმანიის კანცლერი ანგელა მერკელი დაასახელა. „მისი მტკიცე ლიდერობა ევროს კრიზისის დროს და მის მიერ გამოჩენილი გამბედაობა დევნილთა კრიზისის პირისპირ, ეს არის ის, რითაც მე განცვიფრებული ვარ“, - განაცხადა ჰილარი კლინტონმა. 8 ნოემბრის საპრეზიდენტო არჩევნებში კლინტონის მთავარი მეტოქე, რესპუბლიკური პარტიის კანდიდატი დონალდ ტრამპი წარსულში გამუდმებით აკრიტიკებდა გერმანიის კანცლერს, მისი ლიბერალური საიმიგრაციო პოლიტიკისათვის. მაგრამ ბოლო ხანს ტრამპმა შეცვალა ტონი და 29 სექტემბერს, აშშ-ის ერთ-ერთ რეგიონულ ტელევიზიასთან ინტერვიუში, პრეზიდენტობის კანდიდატმა ანგელა მერკელი დაასახელა გამორჩეულ მსოფლიო ლიდერად. ამასთან ტრამპმა კვლავ ხაზი გაუსვა, რომ „იმედგაცრუებულია“ მერკელის საემიგრაციო პოლიტიკით.

XS
SM
MD
LG