Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

გაეროს ადამიანის უფლებების მესვეური უშიშროების საბჭოს ვეტოს უფლების შეზღუდვისკენ მოუწოდებს


გაეროს უმაღლესმა კომისარმა ადამიანის უფლებების სფეროში მოუწოდა გაეროს უშიშროების საბჭოს „განსაკუთრებულ ზომებს“ მიმართოს რათა შეჩერდეს „ძალადობისა და ნგრევის ზვავი“ სირიის ჩრდილოეთში მდებარე ქალაქ ალეპოში და ინიციატივით გამოვიდა, ზღვარი დაუწესდეს მისი წევრების ვეტოს უფლებას. ზეიდ რაად ალ ჰუსეინმა განაცხადა, რომ გაეროს უშიშროების საბჭომ უნდა „მიიღოს კრიტერიუმები, რომელიც შეზღუდავდა მისი წევრების ვეტოს უფლებებს, როდესაც საქმე ეხება ომის დანაშაულებებს, კაცობრიობის წინააღმდეგ დანაშაულებს და გენოციდს“. ჰუსეინის თქმით, უშიშროების საბჭოს ხუთი წევრის ვეტოს უფლების შეზღუდვა საშუალებას მისცემდა გაეროს სირიაში არსებული ვითარება განსახილველად გადაეცა ჰააგის საერთაშორისო სასამართლოსათვის. მანამდე ამის გაკეთების ყველა მცდელობას რუსეთმა დაადო ვეტო.

XS
SM
MD
LG