„საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო“, „სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება“ და „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია“ თანხმდებიან, რომ კამპანიას ცალკეული ძალადობრივი ინციდენტების, ამომრჩევლის მოსყიდვის, სავარაუდო პოლიტიკური ნიშნით დაშინებისა და აგიტაციაში არაუფლებამოსილი პირების მონაწილეობის გარეშე არ ჩაუვლია, თუმცა არ არსებობს საფუძველი ითქვას, რომ წინასაარჩევნო პერიოდში გამოვლენილმა დარღვევებმა ამომრჩევლის ნების თავისუფლებაზე არსებითი გავლენა მოახდინა.
იხ. სრულად.
ევროკავშირის, გაეროსა და აშშ-ის ელჩების მსგავსად, წინასაარჩევნო გარემოში გამოვლენილი ძალადობრივი ფაქტების გამო შეშფოთება გამოხატა ნატოს გენერალური მდივნის სპეციალურმა წარმომადგენელმა ჯეიმს აპატურაიმ.
იხ. სრულად.
7 ოქტომბერს რადიო თავისუფლების "დილის საუბრების" სტუმარი იყო გიგი ჩიხლაძე, "საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს" მთავარი იურისტი. მან ილაპარაკა პოლიტიკური პარტიებისთვის ფიზიკური და იურიდიული პირების ფინანსურ შემოწირულებებზე.