Accessibility links

logo-print

დაპირისპირება მოხდა სოფელ ყიზილ-აჯლოს საარჩევნო კომისიის შენობასთან


დაპირისპირება მოხდა მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ ყიზილ-აჯლოს საუბნო საარჩევნო კომისიის შენობასთან. რამდენიმე ათეულმა პირმა სცადა შენობაში შეჭრა და მას ქვები დაუშინა. მომხდარის გამო ერთმანეთი დაადანაშაულეს „ნაციონალურმა მოძრაობამ“ და „ქართულმა ოცნებამ.“ შსს-ს მიერ გავცრელებული ოფიციალური ინფორმაციით,სოფელ ყიზილ-აჯლოს 48-ე უბანზე შეჭრა და ყუთის გატაცება სცადეს პარტიის „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ და ბლოკის „პაატა ბურჭულაძე - სახელმწიფო ხალხისთვის“ მომხრეებმა. შსს-ს განცხადებითვე, „ადგილზე მობილიზებულმა სამართალდამცველებმა მათ ამის საშუალება არ მისცეს, რის შემდეგაც აღნიშნული პარტიების მხარდამჭერები განსაკუთრებით აგრესიულები გახდნენ და პოლიციელების მისამართით ქვების სროლა დაიწყეს.“ სამინისტროს ცნობითვე, დაშავდა რამდენიმე სამართალდამცავი, მათ შორის, მარნეულის პოლიციის უფროსი. შსს-ს განცხადებითვე, საარჩევნო ყუთის გატაცება თავდამსხმელებმა ვერ შეძლეს და ვითარება კონტროლს ექვემდებარება.

„ნაციონალური მოძრაობის“ ინფორმაციით, მარნეულის 36-ე ოლქის 48-ე უბნიდან საარჩევნო ყუთი გაიტაცეს. პარტიის წარმომადგენლის გიორგი ტუღუშის განცხადებით, საარჩევნო უბანი „ქართული ოცნების“ აქტივისტებმა დაარბიეს. ტუღუშის ინფორმაციით, დაპირისპირება მოხდა „ქართული ოცნების“ და პაატა ბურჭულაძის საარჩევნო ბლოკის მხარდამჭეერებს შორის. საარჩევნო ყუთის გატაცება უარყო ცესკო-ს სპიკერმა ანა მიქელაძემ.

საერთო-სამოქალაქო მოძრაობა „მრავალეროვანი საქართველოს“ ინფორმაციით, მარნეულში, სოფელ ყიზილ-აჯლოში ერთმანეთს „ნაციონალური მოძრაობისა“ და „ქართული ოცნების“ წარმომადგენლები დაუპირისპირდნენ.„მრავალეროვანი საქართველოს“ აღმასრულებელმა დირექტორმა ალექსანდრა კალატოზიშვილმა დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, რომ ინფორმაცია ორგანიზაციას მიაწოდა მისმა დაკვირვებელმა, რომელიც უბანზე იმყოფებოდა.

XS
SM
MD
LG