Accessibility links

logo-print

ეუთო დადებითად აფასებს 8 ოქტომბრის არჩევნებს


ცენტრალური საარჩევნო კომისიის მიერ (საარჩევნო უბნების 99,92 %-ის შედეგებზე დაყრდნობით) გამოქვეყნებული ინფორმაციის მიხედვით, 8 ოქტომბრის არჩევნებზე „ქართულმა ოცნებამ“ - ხმების 48.6%, ხოლო „ნაციონალურმა მოძრაობამ“ - 27.14% მოიპოვა. საარჩევნო ბარიერის გადალახვის შანსი აქვს „პატრიოტთა ალიანსს“, რომელიც ამ ეტაპზე ამომრჩეველთა ხმების 5 პროცენტს ითვლის. ცესკოს მონაცემებთან ძალიან ახლოს დგას არასამთავრობო ორგანიზაცია „სამართლიანი არჩევნების“ პარალელური დათვლის შედეგები. ადგილობრივი თუ საერთაშორისო სამეთვალყურეო მისიები დარღვევებზე და რეაგირების აუცილებლობაზე ლაპარაკობენ, თუმცა - მათი განცხადებით, გამოვლენილი დარღვევები ზეგავლენას ვერ მოახდენს არჩევნების შედეგებზე. 8 ოქტომბრის არჩევნებს კონკურენტუნარიანად და ამომრჩეველთა ნების გამომხატველად მიიჩნევს საერთაშორისო სამეთვალყურეო მისია, რომლის შემადგენლობაშიც ვხვდებით ეუთოს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებების ოფისს (OSCE/ODIHR).

XS
SM
MD
LG