Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ცესკო: რამდენიმე ოლქში ჩატარდება თვითმმართველობის რიგგარეშე არჩევნების მეორე ტური


ცესკოს წინასწარი მონაცემებით, 8 ოქტომბერს ჩატარებულმა, თვითმმართველობის რიგგარეშე არჩევნებმა გამარჯვებული პირველსავე ტურში ვერ გამოავლინა რამდენიმე ოლქში. წინასწარი შედეგებით, ქალაქ ახალციხის მერის რიგგარეშე არჩევნებში 50%-იანი ბარიერი ვერცერთმა კანდიდატმა ვერ გადალახა და მეორე ტურში მონაწილეობას მიიღებენ „ნაციონალური მოძრაობის“ და „ქართული ოცნების“ წარმომადგენლები. წინასწარი შედეგებით, თვითმმართველი თემის გამგებლის რიგგარეშე არჩევნების მეორე ტურია საჭირო ბოლნისში, ხარაგაულსა და ზუგდიდში, სადაც ერთმანეთს დაუპირისპირდებიან „ქართული ოცნების“ და „ნაციონალური მოძრაობის“ კანდიდატები. გამგებლის რიგგარეშე არჩევნები ჩატარდა ჭიათურასა და წალენჯიხაშიც, სადაც წინასწარი შედეგებით, პირველსავე ტურში გაიმარჯვეს „ქართული ოცნების“ კანდიდატებმა. 8 ოქტომბერს, საკრებულოს შუალედური არჩევნები ჩატარდა თბილისის კრწანისის, ისნის და გლდანის ოლქებსა და წალკის, ჭიათურის, აბაშისა და ქალაქ ზუგდიდის საარჩევნო ოლქებში. წინასწარი მონაცემებით, ყველა ამ ოლქში გაიმარჯვეს „ქართული ოცნების“ კანდიდატებმა.

XS
SM
MD
LG