Accessibility links

logo-print

ცესკოს თანახმად, 50 მაჟორიტარი დეპუტატის ასარჩევად გაიმართება მეორე ტური


საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის წინასწარი მონაცემებით, მაჟორიტარი დეპუტატების ასარჩევად მეორე ტურია მოსალოდნელი 73-დან 50 ოლქში. მათ შორისაა თბილისის 18 და რეგიონების 32 ოლქი. წინასწარი შედეგებით, 50-დან 44 საარჩევნო ოლქში ერთმანეთის კონკურენტები იქნებიან „ქართული ოცნების“ და „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლები. დანარჩენი 6 ოლქიდან, ჭიათურასა და გორში ერთმანეთს დაუპირისპირდებიან „ქართული ოცნებისა“ და „თავისუფალი დემოკრატების“ კანდიდატები, ხაშურში „მრეწველებისა“ და „ქართული ოცნების,“ ლანჩხუთსა და მცხეთაში „ქართული ოცნების“ და საინიციატივო ჯგუფების კანდიდატები და თბილისის მთაწმინდის პირველ ოლქში, „ნაციონალური მოძრაობის“ და საინიციატივო ჯგუფის კანდიდატები. მაჟორიტარული სისტემით არჩევნების მეორე ტურის გამართვის ბოლო ვადა 2 ნოემბერია.

XS
SM
MD
LG