Accessibility links

logo-print

სააკაშვილი: მეორე ტურში მონაწილეობის აზრს ვერ ვხედავ


საქართველოს ექსპრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა განაცხადა, რომ ვერ ხედავს”ნაციონალური მოძრაობის” წევრების არჩევნების მეორე ტურში მონაწილეობის აზრს. „მეორე ტურის წინ ივანიშვილს ნათქვამი აქვს, რომ მის კანდიდატებს გაამარჯვებინებს ყველა ოლქში. რა თქმა უნდა, დღევანდელი საარჩევნო სისტემის პირობებში ეს ასეც იქნება. ამიტომ, მე ვერ ვხედავ აზრს. რა თქმა უნდა, ეს ყველა კანდიდატის ინდივიდუალური გადასაწყვეტია მეორე ტურში მონაწილეობა და ამით ლეგიტიმაცია ძალიან უხეში დარვევებით ჩატარებული არჩევნების“ - განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა. სააკაშვილის ამ განცხადებამ „ნაციონალური მოძრაობის“ რიგებში აზრთა სხვადასხვაობა გამოიწვია. ნაციონალური მოძრაობის“ წევრის დავით დარჩიაშვილის თქმით, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ გუნდში აზრთა სხვადასხვაობაა მეორე ტურთან დაკავშირებით და ეს დასამალი არ არის. „ნაციონალური მოძრაობის“ კიდევ ერთი წევრი ტარიელ ლონდარიძე აცხადებს, რომ მეორე ტურში ბრძოლის გაგრძელებას აპირებს.მოძრაობის ერთ-ერთმა ლიდერმა, სერგი კაპანაძემ კი „ფეისბუკის“ საკუთარ გვერდზე დაწერა: ”ერთიანი ნაციონალური მოძრაობა” არ არის ერთი, ან ორი ადამიანის პარტია - მას ნდობა გამოუცხადა 500 000-ზე მეტმა მხარდამჭერმა და კეთილი ვინებოთ ყველამ და ამ მხარდამჭერების აზრი გავითვალისწინოთო“

XS
SM
MD
LG