Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ჩერნოგორიის ოპოზიცია არ აღიარებს საპარლამენტო არჩევნების შედეგებს


ჩერნოგორიაში ოპოზიცია აცხადებს, რომ არ აპირებს საპარლამენტო არჩევნების შედეგების აღიარებას გავლენის გამო, რომელიც მათზე მოახდინა პოლიციის მიერ ჩატარებულმა ოპერაციამ. გაზეთმა „ვიესტიმ“ 17 ოქტომბრის საღამოს გაავრცელა ცნობა, რომ ოთხი ოპოზიციური პარტია არ აღიარებს არჩევნების შედეგებს „მასობრივი დარღვევებისათვის“, რომელთა შორისაც ისინი ასახელებენ პოლიციის განცხადებას არჩევნების წინა დღეს სერბიის 20 მოქალაქის დაკავების შესახებ. ეს პირები ეჭვმიტანილი არიან ტერორისტული აქტების მზადებაში 16 ოქტომბრის არჩევნების დროს ჩერნოგორიის დესტაბილიზაციის მიზნით. ჩერნოგორიის ოპოზიციის ნაწილი პრომოსკოვურ პოლიტიკას ატარებს და დიდი ხანია ეწინააღმდეგება ნატოსა და ევროკავშირში ინტეგრაციას, რომელსაც აქტიურად ემხრობა პრემიერ-მინისტრი მილო ჯუკანოვიჩი თავის პარტიასთან, „სოციალისტთა დემოკრატიულ პარტიასთან“ ერთად. საპარლამენტო არჩევნების წინასწარი შედეგებით, ყველაზე მეტი ხმა, 41% ერგო სწორედ ჯუკანოვიჩის პარტიას. არჩევნების ოფიციალური შედეგები მომდევნო დღეებში გამოქვეყნდება.

XS
SM
MD
LG