Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

გიორგი კვირიკაშვილი: ჩატარდა საქართველოს უახლეს ისტორიაში უპრეცედენტოდ თავისუფალი და გამჭვირვალე საპარლამენტო არჩევნები


საქართველოს პრემიერ-მინისტრის, გიორგი კვირიკაშვილის განცხადებით, 8 ოქტომბერს ჩატარდა საქართველოს უახლეს ისტორიაში უპრეცედენტოდ თავისუფალი და გამჭვირვალე საპარლამენტო არჩევნები, რაც ქვეყნის გამარჯვებაა. მთავრობის დღევანდელი სხდომის დაწყებამდე გიორგი კვირიკაშვილმა საზოგადოებას მადლობა გადაუხადა ქვეყნის განვითარებისთვის უმნიშვნელოვანესი არჩევნებისთვის. „თითოეულმა დამკვირვებელმა აღნიშნა ეს ფაქტი და მინდა მადლობა გადავუხადო ჩვენს პარტნიორებს, სადამკვირვებლო ორგანიზაციებს, საერთაშორისო ორგანიზაციებს და სამოქალაქო საზოგადოებას“ - განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა. გიორგი კვირიკაშვილის შეფასებით, 8 ოქტომბრის არჩევნები განაპირობებს საქართველოს მომავალი განვითარების დღის წესრიგს და ადასტურებს, რომ შეუქცევადია ქვეყნის დემოკრატიული განვითარების პროცესი. პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, რომ პატივისცემას გამოხატავს თითოეული მოქალაქის არჩევანის მიმართ და განსაკუთრებულ მადლობას უხდის მათ, ვინც ნდობა გამოუცხადა მმართველ პარტიას. გიორგი კვირიკაშვილმა ამომრჩეველს მოუწოდა აქტიურობა გამოიჩინონ მეორე ტურშიც და იმედი გამოთქვა, რომ უპირველეს ყოვლისა, ნაჩვენები იქნება ისეთივე მაღალი სტანდარტი, როგორიც 8 ოქტომბერს. „დარწმუნებული ვარ, ის პასუხისმგებლობა, რომელიც ჩვენ ავიღეთ საქართველოს თითოეული მოქალაქის წინაშე, იქნება უკლებლივ რეალიზებული“ - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა.

XS
SM
MD
LG