Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ნატო ადასტურებს, რომ ავღანეთში ორი ამერიკელი მოკლეს


ნატო ადასტურებს, რომ ავღანეთში შეიარაღებულმა პირმა მოკლა ორი ამერიკელი, მათ შორის ერთი ჯარისკაცი. თავდასხმა მოხდა ქაბულის სამხედრო ბაზასთან, რომლითაც ნატოს სარდლობით მოქმედი კოალიცია სარგებლობს. ნატოს განცხადებაში ასევე ნათქვამია, რომ დაიჭრა შეერთებული შტატების კიდევ სამი მოქალაქე - მათ ესროლა „უცნობმა თავდამსხმელმა, რომელიც მოგვიანებით მოკლეს“. ნატოს განმარტებით, მოკლულები და დაჭრილები ავღანელ ჯარისკაცებს წვრთნიდნენ. 19 სექტემბერს, უფრო ადრე, ავღანეთის თავდაცვის სამინისტროს წარმომადგენელმა გააკეთა განცხადება ავღანეთის ეროვნული არმიის ფორმაში ჩაცმული პირის მიერ, სულ ცოტა, ერთი ამერიკელი ჯარისკაცის მოკვლის შესახებ.

XS
SM
MD
LG