Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ერაყის გაერთიანებულმა ძალებმა განაახლეს შეტევა ქალაქ მოსულზე


ქურთების სახალხო რაზმების ხელმძღვანელობის განცხადებით, დაიწყო ახალი შეტევა, რომელიც მიზნად ისახავს მოსულის აღმოსავლეთით მდებარე სოფლებიდან ექსტრემისტული დაჯგუფება „ისლამური სახელმწიფოს“ მებრძოლების განდევნას. „ოპერაცია ერთბაშად სამ ფრონტზე წარმოებს“, - ნათქვამია ქურთების სამხედრო ძალების „ფეშმერგას“ სარდლობის მიერ 20 ოქტომბერს გავრცელებულ განცხადებაში. ექსტრემისტთა პოზიციებს ჰაუბიცებიდან და ყუმბარსატყორცნებიდან ცეცხლს უშენენ არტილერისტები, ჰაერიდან- სამხედრო შვეულმფრენებიც. ერაყის სამთავრობო ძალებისა და „ფეშმერგას“ ერთობლივი ფართომასშტაბიანი შეტევა ქალაქ მოსულზე მეოთხე დღეა გრძელდება. ერაყის სიდიდით მეორე ქალაქს ექსტრემისტების 2014 წლიდან აკონტროლებენ. მოსულზე შეტევის შედეგად ათასობით ადამიანი გარბის ერაყის ქალაქიდან, რომლის ისლამისტი მეამბოხეებისაგან გასათავისუფლებლადაც მასშტაბური სამხედრო ოპერაცია მიმდინარეობს. საქველმოქმედო ორგანიზაცია „გადაარჩინე ბავშვების“ დღევანდელი განცხადებით, ბოლო 10 დღის განმავლობაში 5000-მდე ადამიანი გადავიდა ერაყიდან სირიის ტერიტორიაზე და თავს აფარებს ალ-ჰოლის ბანაკს.

XS
SM
MD
LG