Accessibility links

ავარიის შედეგად დაიღუპა ერთი სამხედრო, 28 - დაშავდა


ერთი ქართველი სამხედრო მოსამსახურე დაიღუპა და 28 დაშავდა ავარიის შედეგად, რომელიც 21 ოქტომბერს კახეთში, სოფელ ბოდბეს მიმდებარე ტერიტორიაზე მოხდა. ავტოსაგზაო შემთხვევის დროს დაშავებულ მოსამსახურეებს გორში მდებარე სამხედრო ჰოსპიტალში უტარდება მკურნალობა. სამხედრო უწყების ინფორმაციით, 4 სამხედრო მოსამსახურის მდგომარეობა შედარებით მძიმეა. დაშავებული სამხედროები თავდაცვის მინისტრმა ლევან იზორიამ მოინახულა. მინისტრმა მწუხარება გამოთქვა რიგით აკოპ მალხასიანის გარდაცვალების გამო და ოჯახს დახმარება აღუთქვა. მომხდართან დაკავშირებით დაწყებულია გამოძიება, რომელსაც სამხედრო პოლიციის საგამოძიებო ჯგუფი აწარმოებს.

XS
SM
MD
LG