Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

გერმანიაში ჩატარდა სპეცოპერაცია ჩეჩენი მიგრანტების ექსტრემიზმში ეჭვმიტანის გამო


გერმანიის პოლიციამ ხუთ რეგიონში ჩაატარა რეიდები თავშესაფრის მაძიებელი ჩეჩნების ექსტრემიზმში ეჭვმიტანის საფუძველზე. ოფიციალური ინფორმაციით, ერთდროულად გაჩხრიკეს 12 ბინა, აგრეთვე ლტოლვილთა საერთო საცხოვრებლები რამდენიმე მხარეში, მათ შორის საქსონიასა და ბავარიაში. როგორც იუწყებიან, ვარაუდობენ, რომ რუსეთის მოქალაქე, 28 წლის ჩეჩენი სირიაში გამგზავრებას აპირებდა ტერორისტულ ორგანიზაციაში გასაწევრიანებლად. ხოლო კიდევ 13 პირი, მათ შორის სამი ქალი, ეჭვმიტანილია ტერორიზმის დაფინანსებაში. გერმანიაში უსაფრთხოების გაძლიერებულ ზომებს მიმართავენ მას შემდეგ, რაც ივლისში ორი ტერაქტი მოეწყო და ორივეზე პასუხისმგებლობა იკისრა ექსტრემისტების გაერთიანება „ისლამურმა სახელმწიფომ“.

XS
SM
MD
LG