Accessibility links

ავღანეთში ექსტრემისტებმა მოკლეს 30-მდე მშვიდობიანი მოქალაქე


ავღანეთში, გორის პროვინციის ქალაქ ფიროზ კოჰში, შეიარაღებულმა ექსტრემისტებმა მოკლეს 30-მდე მშვიდობიანი მოქალაქე. ოფიციალურ პირთა ვარაუდით, ეს თავდასხმა შეიძლება ყოფილიყო შურისძიება გუშინ მომხდარი მკვლელობისთვის, რომლის მსხვერპლი გახდა ექსტრემისტული ორგანიზაცია „ისლამური სახელმწიფოს“ ადგილობრივი მეთაური. თავდასხმისთვის პასუხისმგებლობა ჯერჯერობით არავის უკისრია. ფრანს პრესის სააგენტოს მოჰყავს პროვინციის გუბერნატორის ნასირ ხაზეს სიტყვები იმის თაობაზე, რომ სამოქალაქო პირთა ჯგუფი, მათ შორის რამდენიმე ბავშვი, გუშინ, გვიან საღამოს მოიტაცეს და მოკლეს. გუბერნატორის თქმით, მოკლულთა გვამები დღეს დილით იპოვა ადგილობრივმა მცხოვრებმა.

XS
SM
MD
LG