Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ნატოს ხელმძღვანელი მოსკოვს აკრიტიკებს „სამხედრო ძალის სულ უფრო აგრესიული დემონსტრირებისთვის“


ბრიუსელში მიმდინარეობს ნატოს წევრი ქვეყნების თავდაცვის მინისტრთა შეხვედრა. მინისტერიალის დაწყებამდე ჩრდილოატლანტიკური ალიანსის გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა მკაცრად გააკრიტიკა რუსეთი სამხედრო ძალის სულ უფრო აგრესიული დემონსტრირებისთვის. „ჩვენი საზღვრების მახლოლად რუსეთი აგრესიულად განაგრძობს სამხედრო ძალის დემონსტრირებას, მათ შორის მასშტაბური, დაუგეგმავი სამხედრო მანევრების გამართვით. მხოლოდ ამ თვეში, რუსეთმა ბირთვული პოტენციალის მქონე „ისკანდერის“ ტიპის სარაკეტო კომპლექსი განათავსა კალინინგრადში და შეაჩერა საბრძოლო დანიშნულების პლუტონიუმის შემცირების თაობაზე აშშ-თან გაფორმებული ხელშეკრულების მოქმედება. სეპარატისტების ფინანსური და სამხედრო დახმარების გზით რუსეთი კვლავ აგრძელებს უკრაინის დესტაბილიზაციას. ეს ნაბიჯები არ ამცირებს დაძაბულობას და ხელს არ უწყობს ჩვენ შორის პროგნოზირებადი თანამშრომლობის აღდგენას“, განაცხადა სტოლტენბერგმა.

XS
SM
MD
LG