Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სახალხო დამცველმა აფხაზური ენის დღე მიულოცა აფხაზურ საზოგადოებას


სახალხო დამცველმა უჩა ნანუაშვილმა აფხაზური ენის დღე მიულოცა აფხაზურ საზოგადოებას და მთელ საქართველოს. ომბუდსმენი აღნიშნავს, რომ საქართველოს კონსტიტუციით მეორე სახელმწიფო ენად გამოცხადებულ აფხაზურს, იუნესკოს მონაცემებით, გაქრობა ემუქრება. „საქართველოს კანონმდებლობით და საერთაშორისო სამართლის ნორმებით საქართველოს ტერიტორიაზე არსებული, გაქრობის საფრთხის წინაშე მყოფი ყველა ენის, მათ შორის აფხაზური ენისა და კულტურული მემკვიდრეობის დაცვის, განვითარების და პოპულარიზაციის ვალდებულება სახელმწიფოს ეკისრება. მიუხედავად მრავალი შემაფერხებელი გარემოებისა, უფრო მეტი კონკრეტული აქტივობაა შესაძლებელი აფხაზური ენის გადარჩენა-განვითარებისთვის“ - ნათქვამია სახალხო დამცველის განცხადებაში. უჩა ნანუაშვილის შეფასებით, სასურველია, აფხაზებით კომპაქტურად დასახლებულ ადგილებში და იმ ტერიტორიაზე, სადაც მოთხოვნა იქნება, ხელი შეეწყოს აფხაზური ენის სწავლებას და განხორციელდეს სხვადასხვა პროგრამა აფხაზური ენის დაცვისა და პოპულარიზებისთვის. ომბუდსმენის ინფორმაციით, სახალხო დამცველის ოფიციალური ვებსაიტის სამუშაო ენებს უკვე დაემატა აფხაზური ენაც.

XS
SM
MD
LG