Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ექვსი კაცი დაიღუპა აღმოსავლეთ უკრაინაში მომხდარ ორმხრივ შეიარაღებულ შეტაკებაში


ოფიციალური ინფორმაციით, სულ მცირე ექვსი კაცი დაიღუპა, აღმოსავლეთ უკრაინაში სამთავრობო ძალებსა და რუსეთის მიერ მხარდაჭერილი სეპარატისტების შეიარაღებული შეტაკების შედეგად. ძალადობის ახალი ტალღა ხდება იმ ფონზე, როდესაც 10 დღის წინ გერმანიის კანცლერი ანგელა მერკელი და საფრანგეთის პრეზიდენტი ფრანსუა ოლანდი შეეცადნენ ჩიხიდან გამოეყვანათ ორწლიან კონფლიქტის მოგვარების სამშვიდობო პროცესი. განვლილი დღე-ღამის განმავლობაში ერთი უკრაინელი ჯარისკაცი დაიღუპა მოულოდნელად დაწყებულ შეტაკებაში, რაშიც კიევი სეპარატისტებს ადანაშაულებს. დონბასელ სეპარატისტთა საინფორმაციო საშუალებები იუწყებიან, რომ მათი ორი მებრძოლი და სამი სამოქალაქო პირი დაიღუპნენ უკრაინის არმიის მიერ 27-28 ოქტომბერს დონეცკის შემოგარენის ინტენსიური საარტილერიო დაბომბვის შედეგად. ბერლინის სამიტმა ვერ შეძლო გადაეჭრა შეიარაღებული კონფლიქტი აღმოსავლეთ უკრაინაში, რომელიც ევროპის ერთ-ერთი ყველაზე სისხლისმღვრელია 1990-იანი წლების ბალკანეთის ომის შემდეგ. 2014 წლის შემდეგ შეიარაღებულ კონფლიქტს აღმოსავლეთ უკრაინაში 9600 კაცი შეეწირა.

XS
SM
MD
LG