Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ნანგარჰარის პროვინციაში თვითმკვლელის მიერ ბომბის აფეთქებას ექვსი პირი შეეწირა


ავღანეთის აღმოსავლეთში, ნანგარჰარის პროვინციაში თემის უხუცესების შეკრების დროს მოხდა აფეთქება, რომელმაც ექვსი ადამიანი შეიწირა. „ისლამურმა სახელმწიფომ“, ექსტრემისტებმა იკისრეს პასუხიმგებლობა და განაცხადეს, რომ დახოცილთა რიცხვი 15-ია. პროვინციის გუბერნატორის წარმომადგენელმა თქვა, რომ პროვინციის დედაქალაქ ჯალალაბადში უხუცესები შეიკრიბნენ, რათა სადაო საკითხებზე ემსჯელათ.ერთმა უხუცესმა, რომელიც დაიჭრა, განაცხადა, რომ თვითმკვლელმა ჯერ ცეცხლი გახსნა და შემდეგ აიფეთქა თავი.

XS
SM
MD
LG