Accessibility links

საფონდო ბირჟები დაღმასვლით რეაგირებს აშშ-ში საპრეზიდენტო კამპანიის გამწვავებაზე


მსოფლიოში საფონდო ბირჟებზე დაღმასვლა შეინიშნება და დოლარის კურსიც შემცირდა აშშ-ში საპრეზიდენტო კამპანიის გამწვავების ფონზე. ინვესტორებში ბოლო პერიოდში გავრცელებული იყო მოსაზრება, რომ 8 ნოემბერის არჩევნებში პრეზიდენტობის დემოკრატი კანდიდატი, ჰილარი კლინტონი იოლად დაამარცხებდა რესპუბლიკელ კანდიდატს, დონალდ ტრამპს. საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვის შედეგებით, კლინტონი რამდენიმე პროცენტით უსწრებდა მეტოქეს, მაგრამ სხვაობა შემცირდა მას შემდეგ, რაც აშშ-ის გამოძიების ფედერალურმა ბიურომ გასულ კვირაში გამოაცხადა, რომ იძიებს ახალ მასალას კლინტონის ელფოსტის გამოყენებასთან დაკავშირებით. 8 ნოემბრის საპრეზიდენტო არჩევნების შესაძლო შედეგის გარშემო გაურკვევლობამ უოლ სტრიტის საფონდო ბირჟაზე 1 ნოემბერს აქციების გაიაფება გამოიწვია, იაპონიაში მთავარი საფონდო ინდექსი 1,1%-ით შემცირდა, გერმანიაში კი 1,3%-ით. დოლარი ევროსთან მიმართებით ბოლო სამი კვირის ყველაზე დაბალ მაჩვენებელზეა.

XS
SM
MD
LG