Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სომხეთი და ირანი გაზის ფასზე მსჯელობენ


სომხეთი აცხადებს, რომ მოლაპარაკებას მართავს ირანთან გაზის ფასის შესახებ, რომელსაც ისლამურ რესპუბლიკას გადაუხდის ერევანი. ჰაიკ ჰარუთუნიანმა, ენერგეტიკის და ბუნებრივი რესურსების მინისტრის მოადგილემ, რადო თავისუფლებას განუცხადა, რომ თუ მოლაპარაკება წარმატებით დასრულდა, სომეხი მომხმარებელი ახლო მომავალში მიიღებს ირანის გაზს. ჰარუთუნიანის მეთაურობით სომხეთის დელეგაცია ირანიდან 1 ნოემბერს დაბრუნდა. ამ ვიზიტის დროს სომხეთის სახელმწიფო კომპანია „Energaimpex-მა“ და ირანის გაზის ექსპორტის კომპანიამ ხელი მოაწერეს მემორანდუმს ერევნის მიერ ირანის გაზის შესყიდვის და ტრანზიტის თაობაზე. ამ ეტაპზე სომხეთში ირანიდან წლიურად შედის 500 მილიონი კუბური მეტრი გაზი მილსადენის გზით, რომელიც 2008 წელს აშენდა. რუსეთი წელიწადში სომხეთს აწვდის ორ მილიარდ კუბურ მეტრ გაზს. იტყობინებიან, რომ სომხეთი ირანს სთავაზობს დამატებითი რაოდენობის გაზის შესყიდვას და მისი საქართველოსთვის მიყიდვას. რუსეთი სომხეთს ათას კუბურ მეტრ გაზში 150 დოლარს ართმევს. „გაზპრომ არმენია“, ფილიალი რუსეთის „გაზპრომისა“, რომელიც სომხეთის გაზის დისტრიბუციის ქსელს განაგებს, ამ გაზს შემდეგ ბევრად მაღალ ფასში მიჰყიდის მოსახლეობას და მრეწველობას. "გაზრპრომ არმენია" ახლახან გამოვიდა წინადადებით, რომ შეამცირებს გაზის ფასს.

XS
SM
MD
LG