Accessibility links

ერაყის ჯარი ღრმად შევიდა მოსულში


ერაყის არმია იტყობინება, რომ მისმა ძალებმა წარმატებას მიაღწიეს „ისლამური სახელმწიფოს“ წინააღმდეგ მოსულის სამხრეთში და ამავე დროს დაიკავეს რამდენიმე რაიონი საკუთრივ ქალაქში. ამავე ცნობით, ერაყის ჯარმა დაიკავა აღმოსავლეთ მოსულში ექვსი რაიონი. არმია იტყობინება, რომ მისი რაზმები წინ მიიწევენ მოწინააღმდეგის მძაფრი წინააღმდეგობის მიუხედავად. ერთ არეალში, ქარამაში ერაყის ჯარს მოუწია უკან დახევა, რადგან „ისლამურმა სახელმწიფომ“ დიდი რაოდენობის ბომბები და ჭურვები დაუშინა მას. ვარაუდობენ, რომ ქალაქში გაფანტულია სამიდან ხუთი ათასამდე ისლამისტი მებრძოლი. ერაყის უშიშროების ჯარმა წინ წაიწია მდინარე ტიგროსზე და მიაღწია ჰამამ ალ-ლილის რაიონს, მოსულიდან 20 კილომეტრში.

XS
SM
MD
LG