Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ავღანეთში ავსტრალიის მოქალაქე გაიტაცეს


ავსტრალიის მთავრობამ გამოაცხადა, რომ ცდილობს მეტი შეიტყოს და დაადასტუროს მომხდარი, თავისი მოქალაქის გატაცების შესახებ ავღანეთში. საგარეო საქმეთა და ვაჭრობის უწყებამ კანბერაში განაცხადა, რომ ქაბულში ავსტრალიის საელჩო ცდილობს გაარკვიოს დეტალები ცნობისა, რომ ავსტრალიელი მუშაკი გაიტაცეს ქაბულში. ავღანეთის ტელეარხმა გაავრცელა ცნობა, რომ ავსტრალიელი ქალი გაიტაცეს ქაბულის ცენტრში.

XS
SM
MD
LG