Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ალმა-ატაში ხანძრის შემდეგ ექვსი ადამიანის გვამები იპოვეს


ყაზახეთის ყოფილ დედაქალაქ ალმა-ატაში ექვსი ადამიანის გვამები იპოვეს ბიზნესცენტრში ძლიერი ხანძრის შემდეგ. ხანძარი 6 ნოემბერს გაჩნდა და 1800 კვადრატულ მეტრამდე არეალზე გავრცელდა. ის, ადგილობრივი დროით, 20:30-თვის ჩააქრეს. მიმდინარეობს გამოძიება დაღუპულთა ვინაობისა და ხანძრის მიზეზის დასადგენად. ბიზნესცენტრში მდებარეობდა ყაზახეთის საფონდო ბირჟის სავაჭრო და საინფორმაციო განყოფილებები. 7 ნოემბერს მან სხვა შენობაში გადაინაცვლა მუშაობის გასაგრძელებლად.

XS
SM
MD
LG