Accessibility links

ევროპარლამენტის პრეზიდენტი: აშშ-სა და ევროკავშირს საერთო ინტერესები აქვთ


ევროპის პარლამენტის პრეზიდენტმა მარტინ შულცმა აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვება მიულოცა დონალდ ტრამპს და აღნიშნა, რომ ევროკავშირსა და აშშ-ს საერთო ინტერესები და საერთო პასუხისმგებლობა აქვთ. „დარწმუნებული ვარ, რომ პრეზიდენტის რანგში დონალდ ტრამპი განსხვავებული იქნება საარჩევნო კამპანიაში მონაწილე დონალდ ტრამპისაგან. ეს უკვე ჟღერდა ახლახან, (არჩევნების შემდეგ ტრამპის პირველ განცხადებაში). შეერთებულ შტატებს დიდებული კონსტიტუცია აქვს. არჩეულმა პრეზიდენტმა, ამ კონსტიტუციის საფუძველზე, უნდა დაიცვას კონსტიტუციის ფუნდამენტური წესები და დარწმუნებული ვარ, ეს იქნება საფუძველი ტრანს-ატლანტიკური ურთიერთობისთვის,“ - განაცხადა მარტინ შულცმა 9 ნოემბერს ბრიუსელში გამართულ ბრიფინგზე გამოსვლისას.

XS
SM
MD
LG