Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

უკრაინის პრეზიდენტმა ხელი მოაწერა მიხეილ სააკაშვილის თანამდებობიდან გათავისუფლების განკარგულებას


უკრაინის პრეზიდენტმა პეტრო პოროშენკომ ხელი მოაწერა ოდესის საოლქო ადმინისტრაციის ხელმძღვანელის თანამდებობიდან მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლების განკარგულებას. პეტრო პოროშენკომ გამოსცა კიდევ ერთი განკარგულება, რომლის თანახმად, მიხეილ სააკაშვილი დაითხოვა პრეზიდენტის მრჩევლის პოსტიდანაც. სააკაშვილი ოდესის საოლქო ადმინისტრაციის ხელმძღვანელის თანამდებობიდან 7 ნოემბერს გადადგა და მიზეზად დაასახელა პრეზიდენტ პოროშენკოს მიერ კორუფციული კლანების მფარველობა. თავის მხრივ, პეტრო პოროშენკომ განაცხადა, რომ საქართველოში ჩატარებულ არჩევნებში დამარცხების შემდეგ, ვიღაცამ გადაწყვიტა პოლიტიკით უკრაინაში დაკავდეს. საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი, ამჟამად უკრაინის მოქალაქე მიხეილ სააკაშვილი ოდესის საოლქო ადმინისტრაციის ხელმძღვანელად 2015 წლის მაისიდან მუშაობდა.

XS
SM
MD
LG