Accessibility links

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარედ აირჩიეს ირაკლი კობახიძე


საქართველოს მე-9 მოწვევის პარლამენტმა ახალი საკანონმდებლო ორგანოს თავმჯდომარედ აირჩია ირაკლი კობახიძე, მმართველი პარტია „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ გენერალური მდივანი. კანდიდატურას მხარი დაუჭირა 118 დეპუტატმა. 3 - წინააღმდეგი იყო. ირაკლი კობახიძე 38 წლისაა, იგი არის სამართლის დოქტორი. დამთავრებული აქვს თბილისის სახელმწიფო და დიუსელდორფის უნივერსიტეტები. დეპუტატებმა დღესვე პარლამენტის თავმჯდომარის პირველ მოადგილედ აირჩიეს პარტია „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ წევრი, თამარ ჩუგოშვილი. პარლამენტის თავმჯდომარეს ეყოლება ოთხი ვიცე-სპიკერი. უმრავლესობიდან გიორგი ვოლსკი და ზვიად ძიძიგური, უმცირესობიდან ირმა ინაშვილი „პატრიოტთა ალიანსიდან“ და სერგი კაპანაძე „ერთიანი ნაციონალური მოძრაობიდან“

XS
SM
MD
LG