Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

აღმოსავლეთ ავღანეთში სავარაუდოდ აშშ-ის დრონის მიერ მოკლულ იქნა „ისლამური სახელმწიფოს“ მაღალი რანგის მეთაური


ავღანეთის ხელისუფლების ცნობით, ქვეყნის აღმოსავლეთ ნაწილში სავარაუდოდ აშშ-ის დრონის მიერ მოკლულ იქნა ექსტრემისტული დაჯგუფება „ისლამური სახელმწიფოს“ მაღალი რანგის მეთაური. პროვინცია ნანგარჰარის გუბერნატორის წარმომადგენლის თქმით, 18 ნოემბერს შვიდ სხვა მეომართან ერთად მოკლულ იქნა ავღანეთში „ისლამური სახელმწიფოს“ დაჯგუფების მეთაური მოლა ბოზორგი. იერიში კოტის ოლქში განხორციელდა. ასევე ამოღებულია ჯგუფის კუთვნილი იარაღი, საბრძოლო მასალა და ასაფეთქებელი მოწყობილობები.

XS
SM
MD
LG