Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ანგელა მერკელმა განაცხადა, რომ მეოთხედ იყრის კენჭს გერმანიის კანცლერის პოსტზე


გერმანიის კანცლერმა ანგელა მერკელმა განაცხადა, რომ მეოთხედ იყრის კენჭს ამ თანამდებობის დასაჭერად. ამის თაობაზე იტყობინება მერკელის კონსერვატორული ქრისტიან-დემოკრატიული კავშირი. არჩევნები მომავალი წლის შემოდგომაზე გაიმართება. საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვები მისი პოპულარობის კლებას ადასტურებს, მაგრამ ის კვლავაც დიდი მხარდაჭერით სარგებლობს. გასულ წელს რეგიონულ არჩევნებში ქრისტიანულ-დემოკრატიულმა კავშირმა დამარცხებები განიცადა. მაშინ, როცა მხარდამჭერები მოემატა მიგრანტთა მოწინააღმდეგე პარტიას „ალტერნატივა გერმანიისთვის“, რის მიზეზადაც ასახელებენ მერკელის მიერ მიგრანტებისთვის საზღვრების გახსნით უკმაყოფილებას. ანგელა მერკელი 2005 წლიდან უდგას სათავეში გერმანიის მთავრობას.

XS
SM
MD
LG