Accessibility links

სააკაშვილმა მიტინგზე უკრაინაში ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების ჩატარება მოითხოვა


ოდესის ოლქის ადმინისტრაციის ყოფილი ხელმძღვანელის, მიხეილ სააკაშვილის ინიციატივით კიევის ცენტრში, ახალი ორგანიზაციის“ ახალი ძალები რუხის“ მიერ ორგანიზებული აქცია-მიტინგი ჩატარდა, რომელშიც უკრაინული მედიის თანახმად დაახლოებით ათასი კაცი ღებულობდა მონაწილეობას. მიტინგის ორგანიზატორებს სცენაზე დამონტაჟებული ჰქონდათ ტრანსპარანტი წარწერით „დღევანდელი ხელისუფლების უკანასკნელი ზამთარი“. თავის სიტყვაში, მიხეილ სააკაშვილმა მოითხოვა ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების ჩატარება და გამოთქვა სურვილი, რომ „სწრაფად და უკომპრომისოდ დაამყაროს ქვეყენაში წესრიგი“. სააკაშვილი ოდესის საოლქო ადმინისტრაციის ხელმძღვანელის თანამდებობიდან 7 ნოემბერს გადადგა და მიზეზად დაასახელა პრეზიდენტ პოროშენკოს მიერ კორუფციული კლანების მფარველობა. 10 ნოემბერს უკრაინის პრეზიდენტმა პეტრო პოროშენკომ ხელი მოაწერა ოდესის საოლქო ადმინისტრაციის ხელმძღვანელის თანამდებობიდან მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლების განკარგულებას. პეტრო პოროშენკომ გამოსცა კიდევ ერთი განკარგულება, რომლის თანახმად, მიხეილ სააკაშვილი დაითხოვა პრეზიდენტის მრჩევლის პოსტიდანაც.

XS
SM
MD
LG