Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ყაზახეთის სასამართლომ ტერორიზმში დამნაშავედ სცნო შვიდი პირი


ყაზახეთის ქალაქ აქტობეში გამართულ სასამართლო პროცესზე განაჩენი გამოუტანეს 29 პირს, რომლებიც ეჭვმიტანილი იყვნენ სხვაადსხვა, მათ შორის ტერორიზმთან დაკავშირებულ დანაშაულში. შვიდი პირი დამნაშავედ სცნეს ტერორიზმში, მკვლელობაში, ტერორისტული ჯგუფის ორგანიზებაში და ამოქმედებაში, ასევე იარაღის უკანონო ტარებაში. მათ სამუდამო პატიმრობა მიუსაჯეს. სხვა ორ ეჭვმიტანილს 22 და 25 წლით პატიმრობა მიუსაჯეს. ჯგუფის დაკავება და გასამართლება მოჰყვა ივნისში შეტაკებას ყაზახეთის უშიშროების ძალებთან. გასამართლებულები მიჩნული არიან ისლამისტ მებრძოლებად.

XS
SM
MD
LG