Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მოსკოვში გარდაიცვალა იოსებ სტალინის შვილიშვილი, ევგენი ჯუღაშვილი


მოსკოვში გარდაიცვალა საბჭოთა დიქტატორის, იოსებ სტალინის შვილიშვილი, 80 წლის ევგენი ჯუღაშვილი. სასწრაფო სამედიცინო სამსახურის ცნობით, ჯუღაშვილი ცუდად გახდა ქუჩაში, საკუთარი საცხოვრებელი სახლის მახლობლად. ექიმების მისვლის დროს მამაკაცი უკვე მკვდარი იყო. სიკვდილის მიზეზად, ინფარქტი სახელდება. ევგენი ჯუღაშვილი დაიბადა სტალინის უმცროსი შვილის, იაკობის ოჯახში. იაკობის გარდა, საბჭოთა ლიდერს ორი შვილი ჰყავდა - ვასილი და სვეტლანა. 21 დეკემბერს 137 წელი შესრულდა იოსებ სტალინი დაბადებიდან.

XS
SM
MD
LG