Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

აშშ-ის ავიაციამ დაბომბა „ისლამური სახელმწიფოს“ ობიექტები ლიბიაში


აშშ-ის სამხედრო-საჰერო ძალების ბომბდამშენებმა მიზანში ამოიღეს ლიბიაში განთავსებული ორი ბანაკი, რომელიც იმართება ექსტრემისტული დაჯგუფება „ისლამური სახელმწიფოს“ მიერ. ამის შესახებ პენტაგონი იუწყება. აშშ-ის თავდაცვის სამინისტროს პრესმდივნმა პიტერ კუკმა დღეს ჟურნალისტებს უთხრა, რომ ღამით მიმდინარე შეტევების მიზანი იყო „ისლამური სახელმწიფოს“ მებრძოლთა განადგურება, რომლებიც სირტეში მდებარე ყოფილი ბაზიდან გაიქცნენ. მისი თქმით, დაბომბვის ბრძანება გასცა პრეზიდენტმა ბარაკ ობამამ. პრესმდივნის თქმით, პენტაგონის მიერ განხორციელებული ოპერაცია წარმატებული იყო, თუმცა მისი შეფასება ჯერ კიდევ არ დასრულებულა.

XS
SM
MD
LG