Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ლონდონში თავდასხმის მომწყობად ასახელებენ ბრიტანეთის მოქალაქეს, 52 წლის ხალიდ მასუდს


ლონდონის პოლიციამ დაასახელა 22 მარტს პარლამენტის შენობასთან ტერორისტული თავდასხმის მომწყობი პირის ვინაობა. ეს არის ბრიტანეთის მოქალაქე, 52 წლის ხალიდ მასუდი, რომელიც ბოლოხანს დასავლეთ მიდლენდის რეგიონში ცხოვრობდა. ის არ იყო შემჩნეული ტერორიზმთან კავშირში, მაგრამ ნასამართლევი იყო ძალადობისა და იარაღის ფლობის გამო. ხალიდ მასუდმა 22 მარტს დანით სასიკვდილო ჭრილობა მიაყენა პოლიციელს მას შემდეგ, რაც მანქანით დაეჯახა გამვლელებს ლონდონში პარლამენტის შენობის მახლობლად, უესტმინსტერის ხიდზე და მოკლა ორი ადამიანი. თავდასხმის შედეგად დაშავდა 40 პირი, ზოგი მძიმედ. თავდამსხმელი პოლიციელებმა ცეცხლსასროლი იარაღით მოკლეს. დღეს ექსტრემისტების გაერთიანება „ისლამურმა სახელმწიფომ“ განაცხადა, რომ ლონდონში თავდასხმის მომწყობი პირი მის „ჯარისკაცთაგანი“ იყო.

XS
SM
MD
LG