Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

გაეროს 123-მა წევრმა ქვეყანამ დაიწყო მოლაპარაკება ბირთვული იარაღის აკრძალვის საკითხზე


გაეროს 100-ზე მეტმა წევრმა ქვეყანამ დაიწყო მოლაპარაკება ბირთვული იარაღის აკრძალვის საკითხზე, მაგრამ მოლაპარაკებს ბოიკოტს უცხადებენ მსოფლიოს უძლიერესი ქვეყნები. 123 ქვეყანა მოამზადებს ტექსტს, რომელსაც ბირთვული იარაღის ამკრძალავ ხელშეკრულებად მიიჩნევს. განიარაღების საკითხებში გაეროს უმაღლესი წარმომადგენლის, კიმ ვონ-სუს შეფასებით, მოლაპარაკება ცხადჰყოფს, რომ ბირთული განიარაღების სფეროში წინსვლის მიღწევა იშვიათად ყოფილა ისეთი მნიშვნელოვანი, როგორც ახლა. მოლაპარაკებაში არ მონაწილეობენ შეერთებული შტატები, რუსეთი, ჩინეთი და ბირთვული იარაღის მქონე სხვა ქვეყნები. ვაშინგტონში ფიქრობენ, რომ ბირთვული იარაღის ერთბაშად აკრძალვას სასურველი შედეგი ვერ მოჰყვება და საერთაშორისო თანამეგობრობამ ეტაპობრივად უნდა მიმართოს ზომებს. გაეროში აშშ-ის ელჩის, ნიკი ჰეილის განცხადებით, რომელიც მან მოლაპარაკების დაწყებამდე გააკეთა, აკრძალვა ბირთვული იარაღის გარეშე დატოვებდა ქვეყნებს, რომლებიც "მშვიდობისა და უსაფრთხოების დაცვას ცდილობენ" მაშინ, როცა სახიფათო ძალები ასეთ შეთანხმებას არ დაიცავდნენ.

XS
SM
MD
LG