Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საფრანგეთის დაზვერვა სირიის პრეზიდენტის ძალებს ადანაშაულებს ქიმიური იარაღის გამოყენებაში


საფრანგეთის დაზვერვის სამსახურის ინფორმაციით, სირიის პრეზიდენტ ბაშარ ალ-ასადის ჯარებმა გამოიყენეს ქიმიური იარაღი მიმდინარე თვეში ჩრდილოეთ სირიაში მოწყობილი თავდასხმისას და ასე მოიქცნენ თავად ბაშარ ალ-ასადის, ან მასთან დაახლოებული პირის დავალებით. ამ ინფორმაციას შეიცავს ანგარიში, რომელიც დღეს წარმოადგინა საფრანგეთის დაზვერვის სამსახურმა. როგორც საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ჟან-მარკ ერომ ანგარიშის პრეზენტაციის შემდეგ უთხრა ჟურნალისტებს, „ეჭვგარეშეა“, რომ ქალაქ ხან-შეიხუნზე თავდასხმისას გამოყენებულ იქნა მომწამვლელი გაზი ზარინი და ასევე ეჭვგარეშეა, რომ თავდასხმაზე პასუხისმგებლობა ეკისრება სირიის პრეზიდენტის რეჟიმს. სულ ცოტა, 87 ადამიანი დაიღუპა თავდასხმისას, რომელიც 4 აპრილს მოეწყო ქალაქ ხან-შეიხუნზე. რუსეთი, რომელიც მხარს უჭერს ბაშარ ალ-ასადის რეჟიმს, აცხადებს, რომ საფრანგეთის ანგარიში არ არის საკმარისი იმის დასამტკიცებლად, თუ ვინ დგას თავდასხმის უკან.

XS
SM
MD
LG