Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

გარდაიცვალა იოსებ სტალინის შვილიშვილი


75 წლის ასაკში გარდაიცვალა იოსებ სტალინის შვილიშვილი, თეატრის რეჟისორი ალექსანდრ ბურდონსკი. რუსეთის არმიის ცენტრალურმა თეატრმა, სადაც ბურდონსკი მუშაობდა მრავალი წლის განმავლობაში, განაცხადა, რომ ის 24 მაისს გარდაიცვალა მოსკოვში გულის დაავადებით. ბურდონსკის მამა, ვასილი სტალინი, იოსებ სტალინის ვაჟი იყო. ვასილი სტალინი, რომელიც საბჭოთა სამხედრო-საჰაერო ძალების მფრინავი იყო, მამამისის გარდაცვალების შემდეგ დააპატიმრეს და 1962 წელს გარდაიცვალა. ალექსნადრ ბურდონსკი დედის გვარზე იყო.

XS
SM
MD
LG