Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რუსეთში გამოკითხულთა 57%-ს სტალინი „ბრძენ ხელმძღვანელად“ მიაჩნია


2018 წლის 5 მარტი, მოსკოვი: რუსეთის კომუნისტური პარტიის მხარდამჭერები წითელ მოედანზე, სტალინის გარდაცვალების 65-ე წლისთავთან დაკავშირებით
2018 წლის 5 მარტი, მოსკოვი: რუსეთის კომუნისტური პარტიის მხარდამჭერები წითელ მოედანზე, სტალინის გარდაცვალების 65-ე წლისთავთან დაკავშირებით

რუსეთში საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვის შედეგებით, 57%-ს სტალინი მიაჩნია „ბრძენ ხელმძღვანელად, რომელმაც საბჭოთა კავშირი ძლევამოსილ და აყვავებულ ქვეყნად აქცია“. გამოკითხვა 23-27 მარტს ჩაატარა დამოკიდებელმა კვლევითმა ინსტიტუტმა „ლევადა ცენტრმა“. კვლევის შედეგები 10 აპრილს გამოქვეყნდა. სტალინისადმი დადებითი დამოკიდებულების მხრივ, ვითარება მნიშვნელოვნად არ შეცვლილა 2016 წლის გამოკითხვის შემდეგ, მაგრამ ცვლილება შესამჩნევია 2008 წელთან შედარებით, როცა საბჭოთა დიქტატორს დადებითად აფასებდა რუსეთში გამოკითხულთა 50%-მდე. წელს მარტში ჩატარებულმა გამოკითხვამ ასევე აჩვენა, რომ 44% სტალინს მიიჩნევს „სასტიკ, არაადამიანურ ტირანად“, რომელსაც პასუხისმგებლობა ეკისრება მილიონობით უდანაშაულო ადამიანის სიკვდილზე. 2008 წელს ასე ფიქრობდა გამოკითხულების 68%. ისტორიკოსებისა და კრემლის ოპონენტთა შეფასებით, პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინის მმართველობისას რუსეთის ხელისუფლება ცდილობს, ყურადღება არ გამახვილდეს სტალინის დანაშაულებზე.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG