Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ამსტერდამის სასამართლოს დასკვნით, სკვითების ოქრო ყირიმის მუზეუმებიდან კიევს უნდა გადაეცეს


ამსტერდამის სააპელაციო სასამართლომ დაადგინა, რომ სკვითების ოქროს გამოფენის ექსპონატები ყირიმის მუზეუმებიდან უკრაინას უნდა დაუბრუნდეს. მუზეუმების წარმომადგენლები ითხოვდნენ, რომ ოქრო ანექსირებულ ყირიმს უნდა გადაეცეს. სასამართლოს გადაწყვეტილების შესახებ Reuters-ი იტყობინება.

კონფლიქტი სამუზეუმო ექსპონატების თაობაზე, რომლებიც ნიდერლანდში იქნა ნაჩვენები გამოფენაზე „ყირიმი - შავი ზღვის ოქრო და საიდუმლოებები“, 2014 წლიდან გრძელდება. უკრაინის ხელისუფლებამ სკვითების ოქროს შესახებ გამოფენის ექსპონატები, რომლებიც ყირიმის მუზეუმებში ინახებოდა, უკრაინის კულტურის სამინისტროს განკარგულებაში გადასცა და უკრაინის ისტორიის მუზეუმი, რომელიც კიევში მდებარეობს, უკრაინაში მათ დაბრუნებას ითხოვს.

ყირიმის მუზეუმებმა მოითხოვეს, რომ გამოფენის ჩატარების შესახებ შეთანხმების საფუძველზე ოქრო რუსეთის მიერ ანექსირებულ ყირიმის ნახევარკუნძულზე უნდა დაბრუნდეს.

2016 წლის დეკემბერში ამსტერდამის საოლქო სასამართლომ დაადგინა, რომ კოლექცია, რომელიც ამსტერდამის მუზეუმში მოხვდა რუსეთის მიერ ყირიმის ანექსიამდე, უკრაინას ეკუთვნის. ამ საკითხზე საჩივრის განხილვას თითქმის ხუთი წელი დასჭირდა. საბოლოო განაჩენის გამოტანა რამდენჯერმე გადაიდო.

XS
SM
MD
LG