Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

„ბავშვი ცოლი არ არის“ - მდუმარე აქცია აითაჯისა და სხვა გოგოებისთვის


მდუმარე აქცია პარლამენტის წინ
მდუმარე აქცია პარლამენტის წინ

„ბავშვი ცოლი არ არის“ – ამ გზავნილით მდუმარე აქცია გაიმართა პარლამენტის წინ.

აქცია მას შემდეგ დაიგეგმა, რაც რამდენიმე დღის წინ, 14 წლის აითაჯ შახმაროვა 27 წლის კაცმა მოკლა.

გამოძიების თანახმად, 2023 წლის ზაფხულში, არასრულწლოვან გოგოს ქორწინების იძულების მიზნით, 27 წლის კაცმა უკანონოდ აღუკვეთა თავისუფლება და მას თვეების განმავლობაში შეზღუდული ჰქონდა გადაადგილების უფლება. 14 წლის აითაჯი მაშინ მოკლა 27 წლის კაცმა, როდესაც ის მისგან გაქცევას ცდილობდა.

მდუმარე აქციის მონაწილეებმა პარლამენტთან თოჯინები, სანთლები და ყვავილები მიიტანეს.

როგორც აქციის ორგანიზატორები ამბობენ, ერთი მხრივ, ისინი გამოხატავენ სოლიდარობას მოკლული გოგოს მიმართ და მეორე მხრივ, ამ აქციით სურთ დაეხმარონ და მხარდაჭერა გამოუცხადონ იმ ბავშვებსა თუ ქალებს, რომლებიც ნებისმიერი სახის ძალადობას განიცდიან:

მდუმარე აქცია
მდუმარე აქცია

„მიუხედავად იმისა, რომ პედოფილია, ადრეული, იძულებითი ქორწინება, თავისუფლების უკანონო აღკვეთა და სექსუალური ძალადობა დანაშაულია, საზოგადოების გარკვეულ წრეებში ამაზე არ საუბრობენ, მსხვერპლები დუმილს ამჯობინებენ, კანონის აღსრულება კი სათანადოდ არ ხდება. სწორედ ამიტომ მივიტანეთ პარლამენტთან თოჯინები, სანთლები, ყვავილები, რათა უფრო თვალშისაცემი გავხადოთ პედოფილიის დუმილით წახალისება. ამასთანავე, მოვუწოდოთ ხელისუფლებას თუ სამართალდამცავ ორგანოებს, დაიცვან მოწყვლადი ჯგუფები ძალადობისაგან“, - ამბობენ აქციის ორგანიზატორები.

აითაჯ შახმაროვას მკვლელობის საქმეზე ხუთ პირს აქვს ბრალი წარდგენილი. მათ შორის, მოკლული ბავშვის დედას და ბიძას.

XS
SM
MD
LG