Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

უკრაინამ უნგრეთთან მოლაპარაკება გამართა ევროკავშირის დახმარების პაკეტსა და ეთნიკური უნგრელების უმცირესობაზე


მარცხნიდან: უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრი პეტერ სიიარტო, უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი დმიტრო კულება და უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელი ანდრი ერმაკი. 2024 წლის 29 იანვარი
მარცხნიდან: უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრი პეტერ სიიარტო, უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი დმიტრო კულება და უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელი ანდრი ერმაკი. 2024 წლის 29 იანვარი

უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი დმიტრო კულება ამბობს, რომ "კონსტრუქციული მოლაპარაკება" ჰქონდა უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრ პეტერ სიიარტოსთან. შეხვედრა გაიმართა იმ ფონზე, როცა მომავალ კვირაში დანიშნული ევროკავშირის სამიტის წინ კიევი დაძაბულობის განმუხტვას ცდილობს. კიევი იმედოვნებს, რომ სამიტზე ბუდაპეშტი ვეტოს მოხსნის უკრაინის მასშტაბური დახმარების პაკეტს.

კულებამ და უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა ანდრი ერმაკმა 29 იანვარს სიიარტოსთან შეხვედრა გამართეს უკრაინის სასაზღვრო ქალაქ უჟგოროდში, სადაც ეთნიკური უნგრელების უმცირესობა ბინადრობს. მათი თქმით, მოლაპარაკება გამოირჩეოდა "გულწრფელობით, გულახდილობით და კონსტრუქციულობით".

კულება ამბობს, რომ უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტრო იმუშავებს უკრაინაში ეთნიკური უნგრელების უფლებების დაცვაზე - რაც ბუდაპეშტს აწუხებს - და შემდეგ 10 დღეში ამ საკითხში "საბოლოო სინათლეს" შეიტანს.

"ერთ მარტივ რაღაცაზე შევთანხმდით - უნგრეთის მხარეს ვთხოვეთ, გადმოგვცეს იმ კითხვების ფართო სია, რომლებიც მას აქვს უმცირესობის წარმომადგენელთა უფლებების დაცვის საკითხზე. ეს სია მივიღეთ", - თქვა კულებამ.

XS
SM
MD
LG