Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

დრონი, რომელმაც იორდანიაში აშშ-ის სამხედროები იმსხვერპლა, შესაძლოა აშშ-ის დრონში შეეშალათ


ოფიციალური პირი: მტრის ძალების დრონი, რომელმაც იორდანიაში სამი ამერიკელი სამხედრო იმსხვერპლა, შესაძლოა შეეშალათ ამერიკულ დრონში. საილუსტრაციო ფოტო
ოფიციალური პირი: მტრის ძალების დრონი, რომელმაც იორდანიაში სამი ამერიკელი სამხედრო იმსხვერპლა, შესაძლოა შეეშალათ ამერიკულ დრონში. საილუსტრაციო ფოტო

მტრის ძალების დრონი, რომელმაც იორდანიაში სამი ამერიკელი სამხედრო იმსხვერპლა და გამოიწვია ათობით ჯარისკაცის დაჭრა, შესაძლოა შეეშალათ ამერიკულ დრონში, რომელიც აშშ-ის ობიექტზე ბრუნდებოდა - ამბობს აშშ-ის ოფიციალური წარმომადგენელი.

ოფიციალური პირი, რომელიც ანონიმურობის დაცვის პირობით საუბრობს, 29 იანვარს წინასწარ მონაცემებზე დაყრდნობით ამბობს, რომ დრონი, რომელიც თავს დაესხა ობიექტს სახელად Tower 22, შესაძლოა მიიღეს ამერიკულ დრონად, რომელიც იმავე დროს იყო ჰაერში. ოფიციალური პირის თქმით, მტრის დრონი მიფრინავდა დაბალ ალტიტუდაზე, როცა აშშ-ის დრონი თავის ბაზაზე ბრუნდებოდა. შედეგად, მტრის ძალების დრონის ჩამოსაგდებად ძალისხმევა არ ყოფილა.

XS
SM
MD
LG