Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

დაობლებული უბანი


ავტორი: კობა ღუღუნიშვილი

ჩემს სოფელში გერმანიიდან ჩემი მეგობარი ჩავიყვანე. მანამდე მოყოლილი ჩემი ამბები, მისთვის შთამბეჭდავი იყო და უნდოდა ეს სილამაზე თავადვე ენახა. მთხოვა ჩემთან ერთად წამოსულიყო და ის ადგილები ენახა სადაც, მე ჩემი ბავშვობა გავატარე. მეგზურობა გამეწია და უბრალო სოფლის ბუნების თუ ადამიანური სიმდიდრე უფრო ნათელი ყოფილიყო მისთვის. ასეც მოვიქეცი, მოვიკიდეთ ზურგჩანთები და მემინგენიდან პირდაპირ შუაგულ დასავლეთ საქართველოში ჩამოვფრინდით.

იმის გარდა რომ ჩემი მეგობრის მიმართ დიდ პასუხისმგებლობას ვგრძნობდი, სისხლის მიმოქცევა გამიორმაგდა სამშობლოს, ჩემს სოფელს და ოჯახს რომ ვუახლოვდებოდი. გონებაში კილომეტრების ვითვლიდი და თავს ვიმშვიდებდი რომ მალე მივიდოდი.

აეროპორტში სავალდებულო კონტროლის შემდეგ, როგორც იქნა გამოვაღწიეთ და გარეთ ხარბად ჩავისუნთქე საქართველოს ჰაერი. ეს კი ისეთი სასიამოვნო იყო,

ცივი გონებით აზროვნებამ თანდათან გადამიარა. თითქოს ყველაფერი ვიცანი და მიცნო. ვგრძნობდი, რომ ეს ჩემი მიწა იყო, აქ ჩემი სამშობლო იყო და ორიოდე საათი მაშორებდა ორღობეს სადაც მაგნიტივით ვარ მიწებებული. არავინ დამხვედრია. არავინ იცის რომ ჩამოვედი, არავინ იცის რომ მოულოდნელად სახლის კარს შევაღებ და მივესალმები.

ავტობუსში ფანჯრის მხარეს მინდოდა დაჯდომა , მინდოდა მთელი გზა გარეთ მეყურებინა, არ ვიცი რატომ მაგრამ არ ვაპირებდი თვალის დახუჭვას, მიუხედავად იმისა რომ მართლაც დაღლილი ვიყავი. პარალელურად ვცდილობ ჩემს მეგობარს ყველაფერზე ველაპარაკო, რაც წინ შეგვხვდება და ავუხსნა რომ გარდა სილამაზისა ამ დალოცვილ მხარეს გრძნობები გააჩნია. ის გრძნობები, რომელთანაც თითქმის ყველა ქართველს აკავშირებს. გზად გამოვიარეთ დასახლებები, შევედი ზესტაფონში, დელიკატურზე , გამოვიარე კაცხი და ჭიათურაში შემოსულს უკვე ცრემლები წამსკდა, ვერ გავუძელი,

ვერ გავუძელი ათას შერეულ სხვადსხვა გრძნობას , რომ აქ მე მელოდებიან, ისე როგორც არსად, რომ აქ მე ვუყვარვარ ისე, როგორც არავის. და მიზიდულობა უფრო გამწვავდა. საჩხერისაკენ გასულს უკვე მოგონებები ამომიტივტივდა და ძველი კადრები თვალწინ მეფინებოდა. ზუსტად ვიცოდი, რომ მხოლოდ 20 წუთის სამანქანო გზა იყო და უკვე ობლისანების უბანს მივადგებოდი. ასე ეძახიან ჩემს უბანს. ზუსტად არ ვიცი რატომ მაგრამ ბევრი საყვარელი ადამიანი წავიდა სასუფეველში ნაადრევად.

ასე დაობლდნენ აქ ადამიანები სამწუხაროდ.

ორღობე ისევ ისეთი იყო უბრალოდ ძალიან ჩუმი. უხმაურო და მოწყენილი.

ღმერთო რამდენჯერ ამივლია ამ გზაზე, გულში გავიფიქრე და მინდა ისევ გავიქცე როგორ პატარაობაში. თუმცა თავს ვიკავებ და ასაკსაც ამით ვიფერებ , დინჯად ავივლი ამ რამდენიმე დარჩენილ მეტრს, ჭიშკრის ურდულსაც ხმაურით გავაღებ როგორც ადრე. დედა გასული იქნება ბოსტანში, მამაც შორიახლოს იტრიალებს შინაურ ცხოველებთან ჭიშკრიდან დავუძახებ და გამოიქცევიან ხელების წმენდით რომ მაგრად ჩაეხუტონ…

თუმცა : მამა სახლში იყო გარეთ გამომეგება და გადამეხვია. დედას სახეს კი ფანჯარაში ვხედავ, თვალებით გართ მომზიმარს , ერთი სული აქვს მალე შინ შევიდე რომ გადავეხვიო. ჩავეხუტო და ცოტა დამტუქსოს კიდეც, რატომ არ გამაფრთხილე რომ მოდიოდიო.

ამ ემოციების ერთმანეთში არევამ ჩემი მეგობარი ცოტა კი გადამავიწყა მაგრამ მალევე ყველას გავაცანი, ქართულ/რუსულ/გერმანული საუბარი გავაჩაღეთ და სუფრის გაშლასაც დიდი დრო არ დასჭირდა. იმერული ჭყინტი ყველი, პური და კეთილი გული იყო დანარჩენს მერე გავაგრძელებდით. ყველანი სახლში არიან: ჩემი დაძმანი, მშობლები, რძალი, ძმისშვილები, ამ უცხოელი მეგობრისთვის ჯერ კიდევ უცნაურია ამხელა ოჯახის ერთად ცხოვრების მიზანი და მიზეზი რა იყო, მაგრამ ეს მხოლოდ სიყვარულია ჩვენში. კარგად მოშინაურებული, უკვე მეორე ვახტანგური მოითხოვა და ღვინის ჭიქასაც ბოლომდე ცლიდა. იმ საღამოს დაძინებას არ ვაპირებდი , არა მხოლოდ იმ საღამოს მინდოდა მთელი ეს ორ კვირიანი შვებულება მხოლოდ ამ ადამიანებთან საუბარში გამეტარებინა.

დიდხანს ვცილობდი დაძინებას, არ მჯეროდა რომ დედას დაბლა, პირველ სართულზე ეძინა და ხვალ ისევ ვნახავდი. ასეთი სიხარულით შემოპარულმა ძილმა თავისი ქნა და ღრმად ჩამითრია. გათენებას დავასწარი. სისხამ დილით გავიღვიძე რომ სოფლის ახმაურებისთვის თვალყური მედევნებინა მაგრამ გარშემო არცერთი სახლიდან კვამლი არ ამოდიოდა. ჩვეულებრივ ამ დროს ყველას ღვიძავს და დღის დასაწყებად ემზადება.

ცოტა გამოკვირდა, უჩვეულო იყო რომ ამ დროს ოჯახებს ეძინოთ. მინდოდა ყველა მათგანის ნახვა, მათთან საუბარი , მოგონებების გახსენება თან ამ ძვირფას ადამიანებს ჩემს მეგობარსაც გავაცნობდი და კიდევ უფრო ავივსებოდი სიამაყით რომ ჩემი პიროვნების ჩამოყალიბებაში სწორედ ასეთ ხალხს აქვთ წვლილი შეტანილი. მაგრამ, დიდი დრო გასულა , იმ გზაზე სადაც მთელი უბნის ბავშვები დღის განმავლობაში დავრბოდით, ვთამაშობდით კვალიც კი გამქრალა, დროის სვლას შეუჭამია ეს ყველაფერი. დაცლილია უბანი , თავისუფალი ყველას და ყველაფრისგან, მხოლოდ იმ ნაცნობ ვაშლის ხეს ვხედავ რომლის ძირში ბევრი საღამო გამიტარებია ჩემს მეზობელ თანატოლებთან ერთად. ეს უცხო სტუმარი გაკვირვებული სახით მიყურებს , ვერ გაეგო როგორ დამხმარებოდა აფორიაქებულ და უბრალოდ გადამეხვია, დამშვიდება სცადა. მისთვის ეს ყველაფერი უბრალოდ მიტოვებული გზა იყო რომელსაც შინაარსი დაეკარგა, მაგრამ ამ უბნის ცენტრალური გზა ჩემთვის მნიშვნელოვანი იყო , სწორეთ ასე მივდიოდი ხოლმე ჩემს ყველა უბნელთან.

სამწუხაროდ ახლა აღარც მეზობელი არის და აღარც გზა.

თავად უბანი დაობლდა. ბევრი ვეცადე ჩემი სტუმრისთვის უბრალოდ გარედან დანახული მშვენიერება კი არა ჩვენი ქართველების შინაგანი სამყარო დამენახა.

ვფიქრობ შევძელი კიდეც.

ძვირფასო მეგობრებო,

რადიო თავისუფლების რუბრიკაში „თავისუფალი სივრცე“ შეგიძლიათ საკუთარი ბლოგებისა და პუბლიცისტური სტატიების გამოქვეყნება.

ტექსტი არ უნდა აღემატებოდეს 700 სიტყვას.

რედაქცია იტოვებს უფლებას, საკუთარი შეხედულებისამებრ შეარჩიოს ტექსტები გამოსაქვეყნებლად. ავტორებს ვთხოვთ, გაითვალისწინონ რადიო თავისუფლების სარედაქციო პოლიტიკა, რომელსაც შეგიძლიათ გაეცნოთ განყოფილებაში „ფორუმის წესები“.

გთხოვთ, ტექსტი გამოგზავნეთ Word-ის დოკუმენტის სახით.

ტექსტები ქვეყნდება უცვლელად, რედაქტირების გარეშე.

მასალები მოგვაწოდეთ მისამართზე: tavisupleba@rferl.org
(subject-ში ჩაწერეთ „თავისუფალი სივრცე“)

XS
SM
MD
LG