Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რუსეთში შესაძლოა ისტორიაში უდიდესი მასშტაბის დაბრკოლება მოხდა ინტერნეტში

არაერთი ექსპერტი აღნიშნავს, რომ რუსეთის ხელისუფლებამ დიდი ხანია გამოაცხადა, რომ გეგმავს ქვეყანაში ყველა მომხმარებლის გადაყვანას ეროვნულ DNS სერვერზე და ვარაუდობენ, რომ სწორედ ეს შეიძლება ხდებოდეს ახლა.

სამშაბათს საღამოს რუსეთში ინტერნეტი გაითიშა. როგორც ექსპერტები ამბობენ, ეს ალბათ ყველაზე დიდი მასშტაბის ასეთი შემთხვევაა უახლეს ისტორიაში.

".RU"-ს ზონაში მომხმარებლებისთვის რამდენიმე საათის განმავლობაში ვერ იხსნებოდა ასობით ვებსაიტი, მობილური აპლიკაცია და სერვისი, მათ შორის Yandex-ის, Sberbank-ის, VKontakte-ს, Ozon-ის, ასევე სახელმწიფო სერვისების პორტალი.

საჩივრები შევიდა არა მხოლოდ ქვეყნის ყველა რეგიონიდან, არამედ საზღვარგარეთ მყოფი მომხმარებლებისგანაც.

რუსეთის ციფრული განვითარების სამინისტრომ განაცხადა, რომ წყვეტა მოხდა ტექნიკური პრობლემის გამო, რომელიც დაკავშირებულია DNS პროტოკოლის გაფართოებასთან, რომლის მეშვეობითაც ".RU"-ს დომენის ზონაში ხდება კიბერშეტევების შედეგად IP მისამართის ჩანაცვლების თავიდან აცილება. უწყებამ პირობა დადო, რომ უახლოეს ხანებში აღადგენს რუსულ საიტებზე წვდომას.

XS
SM
MD
LG