Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

უკრაინაში ორი ქართველი მებრძოლი დაიღუპა


ზურა წიკლაური და გოჩა ჟვანია
ზურა წიკლაური და გოჩა ჟვანია

უკრაინაში ორი ქართველი მებრძოლი დაიღუპა. ამის შესახებ ინფორმაციას "ქართული ლეგიონი" ავრცელებს. მისი ცნობით, დაიღუპნენ ზურა წიკლაური და გოჩა ჟვანია, რომლებიც აღმოსავლეთის ფრონტის წინა ხაზზე იბრძოდნენ.

"ქართული ლეგიონის" თანახმად, გოჩა ჟვანია და ზურა წიკლაური უკრაინაში, "ქართული ლეგიონის" შემადგენლობაში 2014 წლიდან იბრძოდნენ.

"ქართული ლეგიონი სამძიმარს უცხადებს დაღუპულთა ოჯახებს. დიდება გმირებს!" - წერია განცხადებაში, რომელიც ფეისბუქზე გავრცელდა.

რადიო თავისუფლებასთან საუბარში "ქართული ლეგიონის" ხელმძღვანელმა მამუკა მამულაშვილმა თქვა, რომ ჯარისკაცები აღმოსავლეთით დავალებაზე იყვნენ გასული, რა დროსაც აფეთქებას ემსხვერპლნენ.

"გუშინ, გამთენიისას, აფეთქების შედეგად დაიღუპნენ. ისინი "ქართული ლეგიონის" ძველი მებრძოლები იყვნენ, ძალიან ერთგული ადამიანები, დიდი გამოცდილება ჰქონდათ ომში", - ამბობს მამუკა მამულაშვილი. მისივე ცნობით, იგეგმება ჯარისკაცების საქართველოში გადმოსვენება: "ახლა ექსპერტიზა უტარდებათ, შემდეგ გადმოასვენებენ კიევში და აქ იქნება გამომშვიდობება".

XS
SM
MD
LG