Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ორი ფრანგი მოხალისე დაიღუპა ხერსონის ოლქის ქალაქ ბერისლავის დაბომბვის შედეგად


რუსეთის ჯარები ყოველდღიურად ბომბავენ ბერისლავს თვითმფრინავით, არტილერიით და დრონებით.
რუსეთის ჯარები ყოველდღიურად ბომბავენ ბერისლავს თვითმფრინავით, არტილერიით და დრონებით.

ორი ფრანგი მოხალისე დაიღუპა რუსეთის ჯარების მიერ ხერსონის რეგიონის ქალაქ ბერისლავის დაბომბვის შედეგად. ამის შესახებ ცნობა გავრცელდა ხერსონის რეგიონული სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელ ალექსანდრ პროკუდინზე დაყრდნობით.

ოფიციალური პირის ინფორმაციით, მსუბუქად დაშავდა კიდევ სამი უცხოელი მოხალისე, მათ შორის ქალი.
ყველა დაჭრილი საავადმყოფოში გადაიყვანეს.
აფეთქების ტალღამ და ნამსხვრევებმა დააზიანა მოხალისეების მანქანები.

რუსეთის ჯარები ყოველდღიურად ბომბავენ ბერისლავს თვითმფრინავით, არტილერიით და დრონებით.

XS
SM
MD
LG