Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რუსეთი მოქალაქეობის სანაცვლოდ სირიელებს უკრაინაში საომრად ქირაობს - „ნოვაია გაზეტა“


რუსეთის ხელისუფლება სირიის მოქალაქეების რეკრუტირებას ახდენს და იაკუტიაში ოქროს მაღაროებში მუშაობას ჰპირდება. სინამდვილეში, იქ მათ სთავაზობენ, ხელი მოაწერონ კონტრაქტს თავდაცვის სამინისტროსთან რუსეთის მოქალაქეობის სანაცვლოდ, რის შემდეგაც, როგორც „ნოვაია გაზეტამ“ გაარკვია, ისინი უკრაინაში საომრად იგზავნებიან.

გაზეთის ინფორმაციით, სირიელების რეკრუტირება ხორციელდება სირიიდან შუამავლების მიერ. ერთ-ერთი მათგანი ლიბიაში ოპერაციების ჩატარების მიზნით, ადრე მსურველების რეკრუტირებას კერძო სამხედრო კომპანია „ვაგნერისთვის“ ახდენდა.

მისი სახელია ვასიმ ალ დიმაშკი. ის სირიელებს არწმუნებს, რომ იაკუტიაში ჩაიყვანენ ოქროს და ბრილიანტის მაღაროების დასაცავად, რისთვისაც ჰპირდებიან ორი ათასი დოლარის ოდენობის ხელფასს და რუსეთის მოქალაქეობას.

რუსეთში ჩასული სირიელების ბოლო პარტია, სავარაუდოდ, 40 ადამიანისგან შედგებოდა. თითოეული გადაბირებულისთვის ვასიმ ალ დიმაშკი $337-ს იღებს.

XS
SM
MD
LG