Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ახლო აღმოსავლეთის ტურნეში ბლინკენი ცდილობს მძევალთა შესახებ შეთანხმების მიღწევას


ენტონი ბლინკენი ახლო აღმოსავლეთის ტურნეს იწყებს. 2024 წლის 5 თებერვალი
ენტონი ბლინკენი ახლო აღმოსავლეთის ტურნეს იწყებს. 2024 წლის 5 თებერვალი

აშშ-ის სახელმწიფო მდივანი ენტონი ბლინკენი არაბული ქვეყნების წარმომადგენლებთან გამართავს მოლაპარაკებებს კრიზისით გამოწვეულ ახალ ტურნეში, რომელსაც 5 თებერვალს იწყებს.

მოლაპარაკებების თემები იქნება ღაზის რეკონსტრუქცია და პალესტინელთა სახელმწიფოს დაარსების პერსპექტივები, თუ ისრაელი და ჰამასი მძევალთა შესახებ შეთანხმებას დასთანხმდებიან - აცხადებს ერთ-ერთი ოფიციალური პირი. ჰამასი აშშ-ისა და ევროკავშირის მიერ ტერორისტულ დაჯგუფებადაა მიჩნეული.

ბლინკენის ტურნე საუდის არაბეთში იწყება, ეს სახელმწიფო მდივნის მეხუთე ტურნეა ახლო აღმოსავლეთში მას მერე, რაც 7 ოქტომბერს ჰამასი ისრაელს დაესხა თავს, რასაც მოჰყვა ისრაელის მხრიდან მასშტაბური შეტევა ღაზაზე.

XS
SM
MD
LG