Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

გუდაური-კობის გზაზე და ნაქერალის უღელტეხილზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა აიკრძალა


გზა გუდაურში
გზა გუდაურში

საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, რთული მეტეოროლოგიური პირობების, ძლიერი თოვის, ზვავსაშიშროებისა და შეზღუდული ხილვადობის გამო, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ქუთაისი (მოწამეთა)-ტყიბული-ამბროლაურის საავტომობილო გზის [კმ 44-კმ 46] ნაქერალის უღელტეხილის მონაკვეთზე ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა აიკრძალა.

უწყების ცნობითვე, ზვავსაშიშროების საფრთხის დონე მაღალია მცხეთა-სტეფანწმინდა-ლარსის გზის გუდაური(ფოსტა)-კობის მონაკვეთზეც, რის გამოც ასევე აიკრძალა ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა.

გარემოს ეროვნულ სააგენტოში აცხადებენ, რომ მლეთა-გუდაურის მონაკვეთზე ავტოტრანსპორტი გაუჩერებლად გავლის რეჟიმში იმოძრავებს.

გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, საავტომობილო გზის დანარჩენ მონაკვეთებზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია.

XS
SM
MD
LG