Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

Yandex-ი რუსეთის ბაზარს ტოვებს


Yandex-ი ტოვებს რუსეთის ბაზარს. 2024 წლის 5 თებერვალი
Yandex-ი ტოვებს რუსეთის ბაზარს. 2024 წლის 5 თებერვალი

Yandex-ი, რომელსაც წამყვან საძიებო სისტემად ყოფნის გამო ერთ დროს რუსეთის Google-ს უწოდებდნენ, რუსეთს სრულად დატოვებს და იქ არსებულ თავის აქტივებს დაბალ ფასში, $5.2 მილიარდ დოლარად გაყიდის, რასაც ეპოქის დასასრულად მიიჩნევენ.

ჰოლანდიაში განთავსებულმა Yandex-ის "მშობელმა" კორპორაციამ 5 თებერვალს გამოაცხადა, რომ რუსეთის შიგნით Yandex-ის ოპერაციების მართვას გადაიბარებს "მყიდველთა კონსორციუმი", რომელიც მოიცავს კომპანიის მენეჯმენტს, ნავთობის გიგანტ კომპანია Lukoil-თან დაკავშირებულ საინვესტიციო ფონდს და კიდევ სამ ბიზნესმენს. კერძოდ, კორპორაცია გადაიბარებს Yandex-ის მოგების მომტანი ბიზნესების უდიდეს წილს - მათ შორის საძიებო სისტემას და ინტერნეტშოპინგის, რეკლამის, საკვების მიწოდების, ტაქსების, რუკებისა და სხვა სერვისებს. ჰოლანდიური კომპანია კი შეინარჩუნებს რუსეთთან კავშირის არმქონე რამდენიმე ბიზნესს, მათ შორის ოპერაციებს cloud-სა და პატენტებისა და ინტელექტუალური საკუთრების ლიცენზიების საკითხში.

ფასი, რომლითაც კომპანია აქტივებს ყიდის, ითვალისწინებს კანონით განსაზღვრულ 50-პროცენტიან ფასდაკლებას, რომელიც მიემართება რუსეთის დატოვების პროცესში მყოფ, ე.წ. არამეგობრული ქვეყნების კომპანიათა ქონებას.

XS
SM
MD
LG